8 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანისთაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა 1550,0 ლარით და შეადგინა 23743,0 ათასი ლარი.
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში 2023-2024 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის, ბიის, ქვემო ქვალონის, ქარიატის, შუა ქვალონის, ნოჯიხევის, თორსა - დღვაბის და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი დაუმისამართებელი სოფლების ქუჩების არაბული ციფრებით სახელდება ხორციელდება.
საკრებულოს სხდომაზე შემდეგ საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 3456 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცემა სახელმწიფოს, შემდგომში ამ ეტაპზე იქ მცხოვრები, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.