29 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №31დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები და განისაზღვრა - 24193.0 ათასი ლარით. ხოლო გადასახდელები განისაზღვრა 29655,0 ათასი ლარის ოდენობით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დამტკიცდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც შეირჩა მოსახლეობასთან კონსულტაციით და მერიის ორგანიზებით ჩატარებულ ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებებზე. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2024 წელს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ იქნა 784000 ლარი, ხოლო პროექტების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების თანხა 19 სოფელზე ჯამურად განისაზღვრა 237 000 ლარი და პროექტების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 1021000 ლარი.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.