17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღისწესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც 76,6 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, კერძოდ: პრიორიტეტის ,,კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ ასიგნება და გამოთავისუფლებული 76,6 ათასი ლარი მიიმართება პრიორიტეტის ,,განათლება“ ასიგნებებზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.