24 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა. სხდომასესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი„ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის თანახმადაც 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან ბიუჯეტში აისახა 365,1 ათასი ლარი, აქედან: 297,3 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებია, 67,8 ათასი ლარი მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.