31 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
სხდომაზე განხილულ იქნადადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა-29149,9 ათასი ლარით და გადასახდელები განისაზღვრა 34279,1 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიიმართება ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ - 45,0 ათასი ლარი და ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე“ 271,8 ათასი ლარი ასიგნებაზე.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: “სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლისთვის კობა შუბითიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“, საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ინიციატივა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლისთვის 2004 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კობა შუბითიძის სახელის მინიჭების თაობაზე. რაც საკრებულოს მხეიდან დადებითად გადაწყდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.