12 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომასესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა- 36090,8 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 43344,100 ათასი ლარის ოდენობით.