28 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ”, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები 114000,0 ლარით და განისაზღვრა- 34194,4 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 50235,2 ათასი ლარის ოდენობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, (უზუფრუქტის ფორმით), არსებობის ვადით უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალური სერვისების ცენტრს და ხობის მუნიციპალური წყალმომარაგების ცენტრს გადაეცათ ცოტნე დადიანის ქ. N202-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე არსებული ფართები.
განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, (იჯარის ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლის შენობის პირველ სართულზე არსებული 100 კვ.მ ფართი , იჯარის ფორმით, ორი წლის ვადით გადაცემა ქართული ხალხური ცეკვების სტუდიის ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი მოსწავლეებისთვის ქართული ცეკვების სწავლების მიზნით.
სხდომაზე განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქ. №202-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე გამოთავისუფლებული 21 კვ.მ ფართი. საოფისე დანიშნულებით, სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის წესით, გაიცემა იჯარით 5 წლის ვადით.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ.
რომლის თანახმადაც პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტით ხორციელდება მდინარე მუნჩიას კალაპოტის გასწორხაზოვნება და ნაპირსამაგრის სამუშაოები.