26 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული შენიშვნების შესაბამისად, ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესში ცვლილების პროექტი.
სხდომაზე მოსმენილ იქნა და შეფასდა საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ 6 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშები.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შ. საბახტარაშვილმა საკრებულოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია ჭალადიდის თემში ჯილეხის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიების თაობაზე.
საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა ზემო ქვალონისა და ხეთის თემებში და სოფელ შავღელეს ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და მათზე განთავსებული ობიექტების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) სახელდება.
საკრებულოს მიერ ერთხმად მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გოჩა ქაჯაიას დანიშვნის თაობაზე.
ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.