ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია შპს-ს მიერ განხორციელებული მიმდინარე საზაფხულო სამუშოების შესახებ, კერძოდ ქალაქის დასუფთავების, ქალაქის სკვერებისა და პარკების დეკორატიული მცენარეებით მოწყობისა და ქალაქის ცენტრში და სოფლებში გარე განათებების კონტროლის უზრუნველყოფის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან შეხვედრის დასასრულს გაიცა შესაბამისი დავალებები.