დედის და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან დედებს და უხუცეს ქალბატონებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პირადად მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები და მათ საჩუქრად ყვავილები და ფულადი დახმარებები გადასცა. „მრავალშვილიანი ოჯახებისა და უხუცესი ქალების ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 6 მარტი N48 ბრძანების თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან გამოიყო თანხა მრავალშვილიან ოჯახებზე - 10950 ლარის და უხუცეს ქალებზე - 750 ლარის ოდენობით.