უდიდწსი პატივისცემითა და სიხარულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით მოსწავლე- ახალგაზრდობას, რომელთა უპირველესი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, სწავლა-განათლებაა, თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი ინტელექტუალურ- შემეცნებითი პოტენციალი, ფიზიკური და სულიერი თვისებები, ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ, რათა სწორად განსაზღვროთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ინტერესები, შექმნათ ბედნიერი მომავალი და შეუერთდეთ თავისუფალ მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად!
ფასდაუდებელია პედაგოგების ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე, თქვენ აყალიბებთ განვითარებისა და წინსვლის საფუძველს-განათლებულ და გონიერ თაობას. გისურვებთ წარმატებებს და ულევ სიხარულს პროფესიულ საქმიანობაში და ბედნიერ მომავალს!
ხელისუფლება მუდამ იზრუნებს ახალგაზრდობის განათლებისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნისათვის.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.