2014 წლის 4 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ოპერატიული თათბირი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა ხელმძღვანელობდა.
თათბირზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ძირითადად შეეხო 2014 წლის 12 აგვისტოს დაგეგმილ „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულს. თათბირზე განხილულ იქნა დებულება ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტს ეწვევა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და კოლეგებს და აპარატის თანამშრომლებს ,,ცოტნეობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.