18 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიამ მოისმინა წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში. სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა კუპრეიშვილმა წარადგინა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ შეფასდა დადებითად.