ხობის ცენტრალურ სტადიონზე სამეგრელოს ღია პირველობის მორიგი ტურის მატჩები მიმდინარეობს ლელოსა და შვიდკაცა რაგბიში. ტურნირში ხობის, სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობენ.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.