სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით 12 აპრილს ქ. ხობში ჭადრაკში სამეგრელოს რეგიონის აბსოლუტურმა ჩემპიონატმა სტარტი აიღო, სადაც მონაწილეობას ღებულობს 6 მუნიციპალიტეტის 50 მოჭადრაკე. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.