22 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მაკა ფიფიამ, სამუშაო შეხვედრა გამართა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე შოთა სირაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე როსტევან გვარამია და კომისიის მდივანი ეკა ტიბუა.