30 მაისს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგების ნათელა მარგველაშვილისა და ხათუნა სალიას მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.