27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარდგნენ.
საახალწლო ზეიმს, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია დაესწრნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაშიგაგრძელდება და 29 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთავარი საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.