ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი „გამარჯვების თასი“ ჩატარდა ქალაქ მინსკში 9 მაისს, სადაც ექვსი ქვეყნის ნაკრები გუნდი ასპარეზობდა. გუნდურ ჩათვლაში 74 ქულით პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა დაიკავა, მეორე ადგილზე 59 ქულით უკრაინის ნაკრები გავიდა, ხოლო მესამე ადგილი - 55 ქულით სომხეთის ნაკრებს ერგო. ტურნირში 50 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და გაიმარჯვა ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას.