ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
გაიმართება კონცერტი ჯგუფ „ბანის“ და გელა გნოლიძის ბენდის მონაწილეობით.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართება.