27 დეკემბერს ხობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქტი წარადგინეს. სამეწარმეო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო საახალწლო დეკორაციები, ხელნაკეთი აქსესუარები და ტკბილეული. გაიმართა სხვადასხვა სახალისო თამაშები, სიმღერისა და ცეკვის კარაოკე.
საშობაო ბაზრობა ხობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.