შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო წირვა-ლოცვა ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დეკანოზმა მამა ილია ლომაიამ ღამისთევით 6 იანვარს, ხოლო ხობის სამების ტაძარში კი დეკანოზმა მამა კირიონმა დარასელიამ 7 იანვარს აღავლინეს, წირვის დასრულების შემდეგ მამა კირიონმა მრევლთან ერთად მსვლელობით ქალაქ ხობის მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულიცა.
სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები.