7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ხობში ტრადიციული ალილო გაიმართა.
მსვლელობა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მომლოცველებმა ალილოს გალობით შემოიარეს ქუჩები და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
საშობაო მსვლელობაში მრევლთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავაც იღებდა მონაწოლეობას