28 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი-ფეხბურთში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოსა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირში 17 გუნდი იღებდა მონაწილეობას, შეჯიბრი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, გამოვლინდნენ პრიზიორები და ჩემპიონი.
მესამე ადგილი ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო გამარჯვება და შესაბამისად ჩემპიონის ტიტული ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, გამარჯვებული სკოლის გუნდი რეგიონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდები სიგელებითა და თასებითა დაჯილდოვდნენ, ხოლო ჩემპიონისთვის თასი საქართველოს პარლამენტის წევრმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ დააწესა.