14 მარტს დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში გოგონათა ოთხი, ხოლო ჭაბუკთა ათი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში გოგონათა შორის ერთმანეთს ახალი ახალი ხიბულისა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები შეხვდნენ, სადაც პირველი ადგილი და რეგიონალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის უფლება ხობის პირველმა საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ჭაბუკთა შორის მეორე ადგილზე ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილი და რეგიონალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის უფლება ახალი ხიბულის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გამარჯვებული გუნდები სიგელებით, თასებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ჩემპიონებისთვის თასები საქართველოს პარლამენტის წევრმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ დააწესა.