21 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კროსში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოსა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში გოგონათა 12 ხოლო ჭაბუკთა 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითოეულ საჯარო სკოლის გუნდში ირიცხებოდა 3 მონაწილე, ( 2 ძირითადი და 1 სათადარიგო). გოგონები 800 მეტრ ხოლო ჭაბუკები 1000 მეტრ მანძილზე ასპარეზობდნენ, გამარჯვებულად ითვლებოდა ის გუნდი რომლის ერთ-ერთი წევრი პირველი გადაკვეთდა ფინიშის ხაზს. გოგონათა შორის პირველი ადგილი ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ჭაბუკთა შორის პირველ ადგილზე ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული სკოლის გუნდები რეგიონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდები სიგელებით, თასებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ჩემპიონებისთვის თასები საქართველოს პარლამენტის წევრმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ დააწესა.