19 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მიქავამ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია-სემინარი, რომლის მიზანი იყო, არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილება და პრევენცია.
ლექციაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, ცივი იარაღის ტარება, არასრულწლოვანთა სასჯელის სახეები.
ინტერაქტიული მეთოდით მოსწავლეთა ჩართულობა შეხვედრის მსვლელობისას საინტერესოდ წარიმართა. აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა გერგაია.