კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ახორციელებს პროექტს „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის ფარგლებში 25 ივლისს სენაკში, რესტორან „ოსკარში“ გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგებისა და მიღწევების შემაჯამებელი კონფერენცია.
კონფერენციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია.