ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ გახსნეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის პროცესის განახლება და წარმატებები უსურვეს მათ.
საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.