შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელობა წელსაც არ ღალატობს ტრადიციას და 26 დეკემბერს, მათი გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს საახალწლო საჩუქრები გადაეცა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტების სახით (ზეთი, შაქარი, ლობიო, ქათმის ბარკალი, ტომატი, მარილი, ბრინჯი, ფქვილი, კარტოფილი, კისელი, ლიმონათი).
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მადლობას უხდის შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელობას გაწეული თანადგომისთვის.