ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ზუგდიდში გამართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავაც ესწრებოდა.
პროექტის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“.შეხვედაზე დამსწრე საზოგადოებას თავისი ხედვები და მოსაზრებები გააცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.
პროექტი GIZ-ის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.