23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონებს შეხვდნენ. გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ვილენ გაბრავამ, გოჩა სიჭინავამ, ანდრო ბუკიამ და მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ და
გამგებელმა მკლავჭიდელებს სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი გააცნეს და მათ წარმატებები უსურვეს.