16 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ევროპის დღეებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „ქართულ ევროპული ურთიერთობები დღეს და ხვალ“ სადაც მოსწავლე-ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები საქართველოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ მიმდინარე პროცესებზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ევროპა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს ბიუროს წევრებთან ერთად ესწრებოდა.