ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსან ბერძნულ-რომაულ სტილით და სამბოს მოჭიდავეებს მწვრთნელებთან ერთად შეხვდნენ და ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.
სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ვახტანგ ლოლუამ და ჯონი ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები, ხოლოკვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამბოში სალომე ალანიამ და თეონა სარალიძემ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.