10 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძესთან, მერის მოადგილე დავით ბერაიასთან და საკრებულოსა და მერიის გენდერული თანასწორობის სპეციალისტებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენლებმა თეა გოლეთიანმა და ხათუნა გოგუამ.
შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის გაძლიერება მუნიციპალიტეტსა და ფონდს შორის, რაც მოიცავს ქალთა უფლებების გაძლიერებას და გენდერული თანასწრობის მიღწევის ხელშეწყობას.