2 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქალთა ფონდმა „სოხუმი “ მორიგი შეხვედრა გამართა და წარადგინა კვლევის ანგარიში. კვლევა ჩატარდა მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო მუნიციპალიტეტში ქალების და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება. კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფები. კვლევის შედეგებმა გამოკვეთა გარკვეული საჭიროებები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები მუნიციპალიტეტისთვის.