2014 წლის 5 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, 12 აგვისტოს დაგეგმილ „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. თათბირზე მოსმენილ იქნა გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის რ. შულაიას ინფორმაცია ჩასატარებელ ღონისძიებაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარემ იურიდიული პირების ხელმძღვანელებს ღონისძიების ეფექტურად ჩატარებისთვის აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.