დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ახალგაზრდული საბჭოს ფუნქციონირებაზე და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ აქტივობებში მათი აქტიურად ჩართულობის აუცილებლობაზე. საკრებულოს თანამდებობის პირებმა მზაობა გამოთქვეს მომავალ თანამშრომლობაზე დაწარმატებები უსურვეს მათ.
ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა.