22 თებერვალს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედარას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა. მათ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე ისაუბრეს მიმდინარე წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე. შეხვედრის დასასრულს მოსახლეობისგან მოისმინეს მათ წინაშე არსებული პრობლემები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.