12 სექტემბერს ხობის რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალ „სიმღერა სამეგრელოზე“ ჩატარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, გუბერნიის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დაათვალიერეს ის ადგილები სადაც ფესტივალის ფარგელბში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი. შემდგომ ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი „ხობი“, ქართული საერთაშორისო სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა - საკრებულო. მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ეძღვნება მომღერალ თამარ გვერდწითელისა და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას.