კორონავირუსის პრევენციის კუთხით ხობში არსებულ ვითარებას
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა პირადად გაეცნო.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ, რწმუნებულის მოადგილეს, ხობში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
დღეის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 37 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. აღნიშნული მოქალაქეები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდნენ.