1 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სამინისტროს წარმომადგენლები და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და დასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს