26 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ფაროსანასთან დაკავშირებით ჩატარებულ შეწამვლით სამუშაოებზე. განიხილეს მომავალში დაგეგმილი პროექტები. ადგილობრივებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ მადლიერება გამოხატა ქარიატაში გატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამო.