26 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გია სოფაძემ და მაია ვაშაკიძემ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ხობი–ახალსოფლის (სარკინიგზო ბაქანი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მიზანი იყო დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
ხობი-ახალსოფლის 10 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე, რომელიც უმოკლესი მანძილით ერთმანეთს აკავშირებს თბილისი-სენაკი-ლესელიძისა და სენაკი ფოთი-სარფის გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.