ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ქარდავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გ. ქაჯაია და რესურსცენტრის უფროსი ხ. გერგაია საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ, რომლებმაც სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დირექტორებს მიულოცეს საჯარო სკოლების დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიღწეული წარმატებები. შეხვედრაზე აღინიშნა რომ, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს დაფინანსებით მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ტრანსპორტით.
შეხვედრის ბოლოს, საჯარო სკოლის დირექტორებს მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნები და ბუკები გადაეცათ.