7 აგვისტოს, გამგეობის სააქტო დარბაზში სახალხო დამცველის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბაგრატ ქირიამ, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდის და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერმა თამარ დაგარგულიამ და სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო პირმა ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ქრისტინე ქაჯაიამ შეხვედრა გამართეს საჯარო სამსახურის თანამშრომლებთან. ადამიანის უფლებათა ოფიცერმა ისაუბრა საჯარო ინფორმაციის გაცემის უფლებების თაობაზე. შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.