13 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორთან ელისო კვიკვინიასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურად დაუცველი აღსაზრდელების მშობლებს შეხვდნენ და ბაღების ოპტიმიზაციის შედეგად არსებულ პრობლემაზე ესაუბრნენ, რაც ბავშვების ტრანსპორტირებას შეეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ მშობლებს აღუთქვა, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად.