6 სექტემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანიის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით პროექტი "ჩემი უფლებები -ავტოტურები" განახორციელეს. რომელსაც ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ქარდავა, საკრებულოს, გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საჯარო მოხელეები. საიას წარმომადგენლებმა ისაუბრეს თვითმმართველობის ახალი მოდელის შესახებ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. დასასრულს წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.