27 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს ანგულ მიქავას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს და მომავალში განსახორციელებელ საქმიანობას.