საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ იწყებს. პროექტთან დაკავშირებით 21 იანვარს საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამირან ოქროშიძემ და ჯიმშერ კოშაძემ სასწავლო ტრენინგ-სემინარები ჩაატარეს, მათ დეტალურად ისაუბრეს და რწმუნებულებს გააცნეს მცირემიწიან ფერმერთა პროგრამის ფარგლებში სიის დაზუსტების შესახებ ახალი ინფორმაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები.